აქტივობები
საბავშვო პარკები
თხილამურებით სრიალი
ღამის სრიალი
სნოუბორდი
ფრირაიდი
ზამთრის ლაშქრობა
ველო მარშრუტები
ლაშქრობა
საბავშვო პარკი
ცხენზე ჯირითი
საბავშვო პარკი
ვრცლად
ტობოგანი
ბაკურიანში, დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი – სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს. „ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას – 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია.
სამუშაო საათები : 10:00 სთ - 17:00 სთ
სარგებლობის პირობები
- ტობოგანის ციგა - 2 ადგილიანი
- სისწრაფეს არეგულირებს წამყვანი მოსრიალე
- 5 წლამდე ბავშვები ტობოგანზე არ დაიშვებიან
- 5-10 წლამდე ბავშვები დაიშვებიან მხოლოდ მშობლების თანხლებით. მგზავრობისას ბავშვი ჯდება წინ, უფროსი უკან
- 10 წლიდან ბავშვებს ტობოგანით სარგებლობა შეუძლიათ დამოუკიდებლად, თუ მათი სიმაღლე აღემატება 140 სანტიმეტრს
- ნისლიანი ამინდის შემთხვევაში აკონტროლეთ სიჩქარე
- წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ტობოგანი არ მუშაობს
- შეძენილი ბილეთის თანხა არ ბრუნდება, იმავე ბილეთით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს
- მაქსიმალური დატვირთვა 130 კგ
უსაფრთხოების წესები
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტურისტები ტობოგანზე არ დაიშვებიან
აკონტროლეთ ციგის სიჩქარე
დაიცავით ციგებს შორის დისტანცია - 25 მ.
ნუ დაეჯახებით წინ მიმავალ ციგას, დაჯახება ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით
ციგით სრიალის დროს გაჩერება სასტიკად აკრძალულია
მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ შეკრული ღვედით
დაემორჩილეთ მთაზე მომუშავე პერსონალს
