
Live Cameras
კურორტი
ისტორია
დიდველი
კოხტა
ღირსშესანიშნაობები
გასართობი ადგილები
კურორტის რუკა
ტარიფები
აღჭურვილობა
სასრიალო გზები
უსაფრთხოება
ტარიფები
აღჭურვილობა
ველო ბილიკები
ტობოგანი
ვრცლად
-web.png)
მიტარბი
თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე შეფენილი სოფელი ერთ ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ლოკაცია იყო დამსვენებლებისთვის. სოფელმა, რომელიც ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში აღწერა ვახუშტი ბატონიშვილმა 30 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიბრუნა ძველი დიდება.
მიტარბს და განთქმულ სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანს მხოლოდ 7 კმ აშორებს. კურორტი მიტარბის საბაგიროს მშენებლობამ, რომელიც 2016 წლის ბოლოს დასრულდა და 2016 წლის 25 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის კურორტად ჩამოყალიბებაში.
მიტარბის ტერიტორიაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის „დოპელაიერის" სამი საბაგირო გზა დამონტაჟდა:
მიტარბი I - ექვს კაციანი სავარძელი, მოძრავი მოჭიდების სისტემით
სიგრძე - 1255 მეტრი
გამტარუნარიანობა - 1800 მგზავრი/საათში
ქვედა სადგურის მდებარეობა - 1641 მეტრი
ზედა სადგურის მდებარეობა - 2006 მეტრი
მიტარბი II - ოთხკაციანი სავარძელი ფიქსირებული მოჭიდების სისტემით
სიგრძე - 900 მეტრი
გამტარუნარიანობა - 1400 მგზავრი/საათში
ქვედა სადგურის მდებარეობა - 1999 მერტი
ზედა სადგურის მდებარეობა - 2207 მეტრი ზღვის დონიდან
მიტარბი III - საჩოჩიალო მ/ზ საბაგირო -ბიგელიი
სიგრძე - 185 მეტრი
გამტარუნარიანობა - 800 მგზავრი/საათში
ქვედა სადგურის მდებარეობა - 1800 მეტრი
ზედა სადგურის მდებარეობა -1920 მეტრი
განაშენიანების რეგულირების გეგმა ფრანგულმა კომპანია ,,ჟეოდმა“ განახორციელა პროექტის განმხორციელებელია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია - „დოპელმაიერი“ .
ამჟამად მიტარბი დამსვენებელს სთავაზობს შემდეგი ტიპის სასრიალო გზებს: საშუალო, გამოცდილი და პროფესიონალი. სასრიალო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 10 კილომეტრს.