Live Cameras

კოხტა

2015 წლის 27 დეკემბერს 30 წლიანი პაუზის შემდეგ ბაკურიანში კოხტას საბაგირო გაიხსნა. ეს იყო ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით,რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით განხორციელდა.

საბაგირო გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ბლექ სი გრუპი", ხოლო საბაგიროს მშენებლობას, სამთო-სათხილამურო ინფასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ავსტრიული კომპანია "დოპელმაიერი" ახორციელებდა.  

კურორტზე ფუნქციონირებს 6 კაციანი სავარძელი, მოძრავი მოჭიდების სისტემით - შუალედური სადგურით:

საერთო სიგრძე   - 1649 მეტრი

გამტარუნარიანობა - 1800 მგზავრი/საათში

ქვედა სადგურის მდებარეობა -  ზღვის დონიდან 1725 მეტრზე

ზედა სადგურის მდებარეობა - ზღვის დონიდან 2157 მეტრზე

ამჟამად კოხტა დამსვენებელს სთავაზობს  შემდეგი ტიპის სასრიალო გზებს: საშუალო და გამოცდილი. სასრიალო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 3.1 კილომეტრს.