Live Cameras
08/04/2019
მთის მგელი 2019
7 აპრილს გუდაურში ყველაზე სახალისო შეჯიბრება ,,მთის მგელი“ 2019 გაიმართა 

პირველობისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის’’ გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძისა და მესტიის სათხილამურო კურორტების მემანქანე ოპერატორები.

მონაწილე მემანქანე ოპერატორებმა სხვადასხვა სირთულის გამოწვევა წინასწარ გათვლილ დროში განახორციელეს. 

შეჯიბრება ,,მთის მგელი”, რომელიც პირველად გაიმართა, ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მთის სხვადასხვა კურორტზე ჩატარდება.

ღონისძიებას პარტნიორობა გაუწიეს შემგეგმა კომპანიებმა: “ტრანსპორტერ ჯგუფი” და  “მაუნთინ რეზორტს სოლუშენსი”, “ვისოლი”, სამშენებლო დეველოპერული კომპანია “Red-co”, “ვაკის ხორცპროდუქტები”, “ბრაუნი”, “დელონგი”, თი-ბი-სი ბანკი, სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი”. 

უკან