05/03/2021
მსოფლიო თასის ეტაპები

ბაკურიანმა, კურორტის ისტორიაში პირველად, 2021 წლის სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპს 26, 27 და 28 თებერვალს, ხოლო სნოუბორდ ქროსის ეტაპებს  3, 4 და 5 მარტს უმასპინძლა.

საქართველოს, როგორც 2023 წლის სქი და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას, აქვს ვალდებულება, ყოველწლიურად ჩაატაროს სატესტო ღონისძიებები და ამ გზით დააგროვოს გამოცდილება და კომპეტენციები 2023 წლის ჩემპიონატის წარმატებული მასპინძლობისთვის. 

წელს, ბაკურიანში, სქი ქროსის ეტაპში მონაწილეობისთვის, მსოფლიოს 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი ჩამოვიდა, სნოუბორდ ქროსის ეტაპზე კი, 16 ქვეყნის 120მდე ათლეტმა იასპარეზა. 

ჩემპიონატის ეტაპები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა (MRDC) და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა (GSF).

შეჯიბრების ეტაპებს ესწრებოდნენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სქი ქროსის სახეობის მიმართულების დირექტორი, კლაუს ვალდნერი და სნოუბორდ ქროსის სახეობის მიმართულების დირექტორი, უვე ბაიერი. 

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS), მონაწილე სპორტსმენების, ევროსპორტის ჟურნალისტებისა და ღონისძიების ორგანიზატორების შეფასებით, 2023 წლის მსოფლიო თასის სატესტო შეჯიბრებებმა საუკეთესოდ ჩაიარა და მნიშვნელოვან ტრამპლინად იქცა, როგორც აღნიშნული დისციპლენების განვითარების, ისე 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უკეთ მომზადებისთვის.

უკან