Live Cameras
კინოთეატრ „ბაკურიანიში“ არსებული საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს ინფორმაციით ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ.

საინფორმაციო ცენტრი დამსვენებელს აძლევს საშუალებას შეიძინოს სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და დეტალური ინფორმაცია მიიღოს ამინდსა და სარიალო გზების შესახებ. ასევე, ბაკურიანში არსებული ტურისტული დანიშნულების ობიექტების შესახებ, როგორიცაა: განთავასებისა და კვების ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგი, ინფორმირება არსებული ღირსშესანიშნაობებისა და  ტურისტული მარშრუტების შესახებ, ასევე, ტურის დაგეგმვაში დახმარება. 

სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
მისამართი: ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა, 5, კინოთეატრი "ბაკურიანი"
ოთხენოვანი მომსახურება: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული
ცხელი ხაზი: + (99532) 205 12 21