Live Cameras
ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.  1871 წელს ბორჯომის ხეობა რუსეთის მეფე ალექსანდრე II თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა, რომლის მმართველობის დროს ხეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. ხეობაში მოიზიდეს ინვესტიციები, აშენდა მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო, დასასვენებელი სახლები და რკინიგზა, რომანოვის მმართველობის დროს (1898-1901) გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზაც. ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს შორის, ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე 1902 წელს გაიხსნა. სწორედ ის, „გუგული“ ("კუკუშკა") მატარებლის“ სახელით ცნობილი რკინიგზა, ბაკურიანის ახალი ცხოვრების დასაწყისის ძირითადი მიზეზი ხდება.  



ხაზზე დიდი ხნის მანძილზე მცირე ორთქლმავალი მოძრაობდა, რომელიც 1967 წლიდან ელექტრომატარებელმა შეცვალა. თუმცა, მეტსახელი „კუკუშკა“ (ორთქლმავლის რუსული მეტსახელი) ამ ელექტროშემადგენლობასაც შემორჩა. 

ხაზი დღემდე ემსახურება კურორტის დამსვენებლებს. სამუშაოების შედეგად, მატარებლის ოთხივე ვაგონი გარემონტდა, თითო ვაგონი 23 მგზავრზეა გათვლილი.