Live Cameras
სნოუბორდი

დიდველი სნოუბორდისტებისა და თავისუფალი სტილით მოსრიალეებისათვის საუკეთესო ასპარეზია მათი შესაძლებლობის გამოსავლენად. დეკემბრის დასაწყისიდან სნოუბორდისტებს შეუძლიათ გამოსცადონ დიდველის უპირატესობები: კაშკაშა მზე, მაღალი მთების კლიმატი, განსხვავებული, რთული ტრასები და, რაც ყველაზე მთავარია, - სეზონის ადრეული დასაწყისი. ამასთან, აქაური ტრასების 22% ხელოვნურად თოვლიანდება, ამიტომ კურორტი სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული ამინდზე. მოყვარული სნოუბორდისტები დიდველს მსოფლიოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ.