Live Cameras

ზამთრის ლაშქრობები და სათხილამურო რბოლა

მათთვის კი, ვინც ნამდვილ ზამთრის გასართობს ეძებს, თოვლში ლაშქრობას არაფერი სჯობს. თეთრი ბილიკები თავს ზღაპრულ თოვლიან სამყაროში ამოგაყოფინებთ. ისიამოვნეთ ბუნების სილამაზით. ყოველ ნაბიჯზე იგრძნობთ, როგორ თავისუფლდება გული დარდისგან და ორგანიზმი - სტრესისგან, თქვენი ყოველდღიური პრობლემები ყინულის ლოლოებივით გადნება.


სათხილამურო რბოლით დაინტერესებულ ადამიანებს დიდველი საუკეთესოდ მომზადებულ კლასიკურ მარშრუტებსა და საციგურაო გზებს სთავაზობს. გარანტირებული თოვლი და მრავალფეროვანი ბილიკები გულს ერთნაირად გაუხარებს მოყვარულ და პროფესიონალ სპორტსმენს, თოვლიანი მთის მყუდროების მძებნელს თუ საკუთარი გამძლეობის გამოცდის მსურველს.